"რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს", - რას ამბობს 91 წლის ქალი ლამაზი წითელი კაბით
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში 91 წლის ბებიას ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ასაკოვანი ქალბატონი ლამაზადაა გამოწყობილი და მეგობრის დაბადების დღეზე მიეშურება.
ამ ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მოგვიანებით, აღნიშნულს თავად ეს ქალბატონი გამოეხმაურა და დადებითი კომენტარებისთვის მადლობა გადაიხადა:
"დიდი მადლობა ყველას, ვინც მომწერა ჩემს ვიდეოზე. ქალი ყოველთვის უნდა იპრანჭებოდეს და ლამაზდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ყველას გიხდით მადლობას, ბედნიერად იცხოვრეთ საქართველში", - ამბობს ის.
აღნიშნული ვიდეო ქალბატონის შვილს, ნატა დარჩიას ეკუთვნის, ხოლო თავად 91 წლის ქალი ეთერ დარჩია გახლავთ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები