BBC-ს TOP 100-ში - თამუნა მუსერიძის ბრწყინვალე აღიარება

21-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ქართველი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე BBC-ს წლის ყველაზე გავლენიან ქალებს შორის მოხვდა.

„ტელეწამყვანი თამარ მუსერიძე საქართველოს სატელევიზიო ეთერებში 18 წლის ასაკიდან მუშაობს. 31 წლის ასაკში კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როცა აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.

მან ყველაფერი გააკეთა ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად, პროცესში კი აღმოაჩინა არაერთი მტკიცებულება, რომ საქართველოში 1950-იანი წლებიდან ბავშვების გაყიდვის შავი ბაზარი არსებობდა.

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას.

მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ ჯერაც ეძებს საკუთარს”. – წერს BBC მის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სიაში არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები