"ამ არეალში მოძრაობა დროებით აიკრძალება", - გაფრთხილება მძღოლებს
დიდთოვლობის გამო, საქართველოს ზოგიერტ რეგიონში საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საავტომობილო მოძრაობა დროებით ზეკარის უღელტეხილზეა აკრძალული:
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები