"რა ჯანდაბას გვასმევთ?", - ოზურგეთში წყლის ფილტრში თევზი აღმოაჩინეს
ოზურგეთში ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ლიკა ჩავლეშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ წყლის გასაწმენდ ფილტრში თევზი აღმოაჩინა.
“ფოტოსთვის ბოდიში მაგრამ გაცეცხლებული ვარ..დღეს დილით წყლის ჭავლმა მოიკლო ონკანში და ფილტრის მოხსნა გადავწყვიტე გასასუფთავებლად..რაც დამხვდა ფოტოზეა..პროვოკატორი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ,უბრალოდ მაინტერესებს და კომპეტენტურმა პირმა გამცეს პასუხი ამ კითხვაზე-
-პირდაპირ ბჟუჟზეა დაერთებული ჩვენი ე.წ სასმელი წყალი?
რა ჯანდაბას გვასმევთ?” – წერს ჩავლეშვილი.
Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები