"შეიძლება გულმაც დამარტყას", - კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი დაჭრის შემდეგ

20-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ კოსტა სანიკიძე მძიმედ დაჭრეს, თუმცა ქართველი მომღერალი საავადმყოფიში დროულად გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

სანიკიძემ კურიერთან საუბრისას ამ ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, ბევრი არაფერი არ ახსოვს:

"უკეთ ვარ, ჩემი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა. არა, ცნობით, არ ვიცნობ... ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი... მერე შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად... ვერ გეტყვი ვერაფერს," - ამბობს კოსტა სანიკიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

სანიკიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გიორგი გველესიანი დაიჭირეს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები