"ძალიან ბედნიერი ვარ", - თაკო ტაბატაძე განქორწინების შემდეგ განცხადებას აკეთებს

20-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

თაკო ტაბატაძემ და გია ბაღაშვილმა 2009 წელს იქორწინეს. ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთისგან განქორწინდა, რასაც საზოგადოების ყურადღება მოჰყვა.

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ტაბატაძემ განქორწინების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით ბედნიერია:

"რა­ღა­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთ დღე­ში არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ზუს­ტად ვი­ცო­დი, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ძა­ლი­ან მწვა­ვედ მი­ი­ღებ­და ამას. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო ერთი რა­ღაც, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და ჩემს სახ­ლთან, ახალ­გაზ­რდა ქალი სას­ტი­კად მოკ­ლა კაც­მა. ეს ჩა­მე­ბეჭ­და თავ­ში. შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ას, ჩავ­ყე­ვი კო­მენ­ტა­რებს და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი წა­ვი­კი­თხე. წერ­დნენ, ეტყო­ბა გა­მო­იწ­ვია ქალ­მა, კარ­გი ქალი თავს არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­სო და ა.შ. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, არ შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყო. ჩემს შვი­ლებ­საც ვას­წავ­ლი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას უყ­ვარ­დე.

"მგო­ნია, რომ ახლა სწო­რად ვცხოვ­რობ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემი თვა­ლე­ბი ბრწყი­ნავს, როცა ჩემს საქ­მე­ზე და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობ. მე და გიას გვაქვს ერთი ძა­ლი­ან დიდი მი­ზა­ნი - შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა,მათ­თვის მეც და გიაც თავს გა­დავ­დებთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში. ჩემ­თან არი­ან პა­ტა­რე­ბი, ერ­თად ვცხოვ­რობთ, თუმ­ცა მა­მას­თან სულ აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია.

ძა­ლი­ან ბევრ ჭორს ვის­მენ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე - წერ­დნენ, რომ მე შვი­ლე­ბი მი­ვა­ტო­ვე და ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე ვი­ყა­ვი. ამ დროს ჩემს გო­გო­ნებ­თან ერ­თად შეკ­ვე­თილ­ში ვის­ვე­ნებ­დი და ჩემი შვი­ლი მი­ღებ­და ფო­ტოს. მივ­ხვდი, რომ არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯან­სა­ღი. ძი­რი­თა­დად "ფე­ი­ქე­ბი" იყო, მაგ­რამ არ­სე­ბობ­დნენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მარ­თლა ამ­ტკი­ცებ­დნენ ამას", - აღ­ნიშ­ნა თაკო ტა­ბა­ტა­ძემ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები