"იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, თუმცა მამაჩემს ეს არასდროს უთქვამს", - კვარას გულახდილი ინტერვიუ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ საინტერესო განცხადება გააკეთა და შვილისა და მამის ურთიერთობაზე ისაუბრა:
„არიან მამები, რომლებიც შვილებს მოუწოდებენ ვარჯიშზე აუცილებლად უნდა წახვიდეო და არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ, რომ მამამ უთხრა ასე. მაგრამ, ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ადამიანმა ის გააკეთოს, რაც სურს.
რა თქმა უნდა, თუ ცუდ რამეს აკეთებს, მამამ რჩევა უნდა მისცეს. ჩემ მაგალითს მოვიყვან - მამაჩემს ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რატომ არ ვარჯიშობ, ან ვარჯიშზე უნდა წახვიდე აუცილებლადო. ამას სულ ჩემი სურვილით ვაკეთებდი. იყო ხოლმე პერიოდი, რომ ძალიან წვიმდა, მაგრამ მე მაინც მივდიოდი და მამაჩემს უკვირდა ხოლმე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერების წინ ვარ, მართლა მიყვარს ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ“, - განაცხადა ხვიჩამ.