"ორჯერ წაიყვანეს კლინიკაში", - ხვიჩა კვარაცხელიას თავდადება შოტლანდიასთან

17-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიწურულს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიასთან უხვგოლიანი ფრე, 2-2 ითამაშა.

ჩვენებურების მხრიდან ორივე გოლი გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

როგორც ირკვევა, "ნაპოლის" გარემარბმა სკოტების წინააღმდეგ ტრავმირებულმა ითამაშა - საქმე ისაა, რომ მატჩამდე 2 დღით ადრე ვარჯიშისისას ხვიჩამ თავის არეში დარტყმა მიიღო, რის გამოც თამაშამდეც კი აწუხებდა ტკივილი.

კვარაცხელია თამაშამდე 2-ჯერ წაიყვანეს კლინიკაში გამოკვლევებზე, თუმცა ქართველის პოზიცია ცალსახა იყო - მას ნებისმიერ ფასად სურდა დინამო არენაზე თამაში 16 ნოემბერს.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები