„ყოფილებს არ ვეძახი, ისინი არიან ჩემი რძლები… თუ მათ არ ვეყვარები, ჩემს შვილიშვილებსაც არ ვეყვარები…“ – ხათუნა ხოფერია ყოფილ რძლებზე

17-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

"იმედის დღეში" სტუმრობისას ხათუნა ხოფერიამ თავის ყოფილ რძლებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ხოფერიამ აღნიშნა, რომ თავის ყოფილ რძლებთან კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს და მათ "ყოფილებს" არ ეძახის:

„ჩემს შვილებს რაღაც დაემართათ ასეთი, რომ დამიგროვდა… თუმცა ყოფილებს არ ვეძახი, ისინი არიან ჩემი რძლები. მე დავიტოვე ჩემთვის უფლება, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს თავად მივანიჭო სტატუსი და შესაბამისად, ისინი არიან რძლები, ჩემი მანჩო, თიკუნა, ჩემი ინა… ისინი, ვინც მათ გვერდით არიან… 

ჩემი რძლები ჩემი შვილიშვილების დედები არიან. ვერ ვეყვარები შვილიშვილებს, თუკი მათ დედებს არ ვეყვარები“, – აღნიშნა მან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები