ნინი ქარსელაძე: "ამის შემდეგ მივხვდი, რომ კომენტარები აღარ უნდა მეკითხა"

16-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნინი ქარსელაძე ცნობილი ქართველი მომღერალია. სატელევიზიო გადაცემა "შუადღეში" საუბრისას ქარსელაძემ თავისი ცხოვრების არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდი გაიხსენა:

"ერთი პერიოდი ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. ამაზე მე თვითონ დიდად არ მინერვიულია.

ერთ-ერთ გადაცემაზე რამდენიმე კომენტარი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მორჩა, ეს მე არ უნდა წავიკითხო.

სხვათაშორის, წლების წინ სწორედ ამ მიზეზით გავაუქმე სოციალური ქსელი. დღესაც არ მაქვს და ამით უბედნიერესი ვარ. გარე სამყაროს, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ვარ", - განაცხადა ქარსელაძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები