რუსკა ქარქაშაძე: "ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობას მიმარტივებს"

14-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე თვის წინ ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე მასზე 12 წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინდა, წყვილი კი უკვე შვილს ელოდება. 

გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" ქარქაშაძემ თავის მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

"შეიძლება ყოველდღიურ საკითხებზე ვერ შეთანხმდე, მაგრამ საბაზისო ინტერესები ერთი გქონდეს, ჩვენს შემთხვევაში საბაზისო ხედვები ნამდვილად თანხვედრაშია.

მე მუდმივად ჩემზე უფროს ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, რის გამოც, შეიძლება ითქვას, უფრო მალე გავიზარდე, ამიტომ უფროსებთან ურთიერთობა არ მიჭირს.

ჩვენს შორის სხვაობა 12 წელია, ეს კი ურთიერთობას უფრო მიმარტივებს. ასაკობრივი სხვაობა ბევრ რამეში მეხმარება", - განაცხადა რუსკამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები