“გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი“ – სოხუმში დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთს 40 წლის შემდეგ მიაგნეს

13-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ღამის პრაიმ თაიმში" ემზარ ჯღარკავამ სიყვარულის დაუჯერებელ ისტორიაზე ისაუბრა, რომელიც 40 წელიწადს ითვლის.

საქმე ისაა, რომ 40 წლის წინ სოხუმში ჯღარკავა ნინო კვარაცხელიას იძულებით დაშორდა, ამდენი ხნის შემდეგ კი მისი პოვნა შეძლო.

“პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე.

შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი.

შემდეგ ვიგებ, რომ ნინო გათხოვდა… გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და გავიგე, რომ ნინო მოიტაცეს. მე ვიცოდი, რომ ნინო თავისი სურვილით, გამორიცხული იყო, ვინმეს გაჰყოლოდა. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ვიცანი, რომ სწორედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწორედ სიყვარული, რომლის გამოც ნინო ამერიკიდან მარტვილში აპირებს ჩამოსვლას”, - განაცხადა ჯღარკავამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები