ლეილა სიყმაშვილი: ""ტავარიშჩი არტისტი, ვი პრიგლაშენი ნა ზვანნი უჟინო" და ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ამოვყავით თავი"

10-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რუსთაველის თეატრის ყოფილმა კონცერტმაისტერმა ლეილა სიყმაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მოგონება გაიხსენა.

ლეილას თქმით, მან ივანიშვილი 1997 წელს, მოსკოვში გაიცნო:

"ბიძინა ივანიშვილი 1997 წელს მოსკოვში გავიცანი. "კავკასიურ ცარცის წრეს" ვთამაშობდით და თურმე ის დარბაზში იჯდა. სპექტაკლი რომ დასრულდა, ჩვენი ადმინისტრატორი­ შემოვიდა და გვეუბნება,­ "ტავარიშჩი არტისტი, ვი პრიგლაშენი ნა ზვანნი უჟინ გრუზინსკამუ მეცენატუ". ჩაგვსხეს ავტობუსში და წაგვიყვანეს, იმდენი მილიციელი მოგვყვებოდა, მეგონა, პუტინთან მივდიოდით. ქალაქგარეთ, შუშის სასახლეში აღმოვჩნდით, "გაგვშმონეს" და შეგვიყვანეს. ყველაფერი თეთრი იყო - ფარდები, ჭერი, იატაკი, როიალი... მაგარი პურმარილი იყო გაშლილი. თეთრი როიალის დანახვაზე, მე მეტი რა მინდოდა, დავჯექი და თავზე დავიმხეთ იქაურობა მე, კახიმ და ჯემალ ღაღანიძემ. კახი ეუბნება ივანიშვილს ჩემზე, ნახე, რა მაგრად უკრავსო. იმ საღამოს მე და კახი ვიყავით "მთავარ როლში", სადაც კახი იყო, იქ ხმას ვინ ამოიღებდა?! დილის 4 საათამდე იქ ვიყავით.

მე რომ ივანიშვილის პენსიას ვიღებ, კახი კავსაძის დამსახურებაა, მან დამინიშნა­, კომისიის თავმჯდომარეები იყვნენ ეგ და გია ჭირაქაძე. მე მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი და არც ვიცოდი, თუ ივანიშვილი პენსიებს ურიგებდა ხელოვნების მუშაკებს. კახიმ დამირეკა, მაყვალ (ასე მეძახდა), საბუთები შეაგროვე და გამოგზავნეო. ქეთი ჩხეიძე მაშინ მოსკოვში იყო, თბილისში მივდივარ და გამატანეო. ჩამოუტანა და მეორე დღესვე დამინიშნეს. მას მერე ამით ვიხდი ბინის ქირას", - განაცხადა სიყმაშვილმა.

ინტერვიუ: კვირის პალიტრა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები