ილია მეორე: "ოკუპანტების მხრიდან ეს დიდი დანაშაულია"

08-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან თამაზ გინტური ოკუპანტებმა მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა:

"ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა

ოკუპანტთა მხრიდან თამაზ გინტურისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია", - წერია ილია მეორეს სამძიმრის წერილში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები