თამარ ივერი: "ამას ცხოვრებაში პირველად ვყვები..."
ცნობილმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა სატელევიზიო გადაცემა "დღის პოსტში" თავისი ცხოვრებიდან აქამდე უცნობი ეპიზოდები გაიხსენა.
ივერის თქმით, დედამისი პატარაობაში სცემდა:
"დედა სულ მცემდა ხოლმე, ძალიან ნერვიული ქალი იყო და "უკეთესს" გეტყვით, ამას პირველად ვამბობ ახლა ეთერში, ექსკლუზივი გაქვთ, შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმის, სიბრტყის და სისქის ქამრები, რომელიც იყო ყველაზე სქელი და ზამშის, ის იყო ყველაზე უმტკივნეულო, მერე მოდიოდა ტყავებ შერეული დაწნული, ისიც ცოტა ნაკლებ მტკივნეული იყო, ყველაზე მწარე იყო ტყავის სქელი ქამარი და ვაკის პარკში დადიოდა, ამოჩემებული ჰქონდა ერთი ტირიფის ხე, რომელსაც სხიპავდა და ტირიფის ტოტი იყო ყველაზე მწარე...
არ დამავიწყდება, ერთხელ სკოლიდან პედაგოგმა უთხრა, სკოლაში ისე მოდის მთელი რაჩხარუჩხები აქვს ასხმულიო, საყურეებიო, ბეჭდებიო, დედაჩემმა მე არ ვიღებ ამ შენიშვნასო, მერე ჩუმად გამომყვა და ლიფტთან ნახა, რომ ჩუმად ამოვიღე საყურეები" - იხსენებს თამარი.