მასხულია: "მყავდა ფულიანი საყვარლები, მაგრამ ამას არ გავუგიჟებივარ"

07-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

დიზაინერი გიორგი მასხულია საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა, თავის პირად ცხოვრებაზე კი მან ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა:

"გული მწყდება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ჩემ გარშემო ხდებოდა, წასვლა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. არ მინდა, რომ ვიღაც ჯონდიმ მომკლას და 27 წლის ასაკში დავამთავრო სიცოცხლე.

ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი დედაჩემია, ის ცდილობდა, არაფერი ეგრძნობინებინა ჩემთვის, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ისიც დაიღალა სკანდალებით. წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

მყავდა ფულიანი საყვარლები, თუმცა ისინი ახლა ჩემ გარშემო ნაკლებად არიან. მყავდა ბევრი ფულიანი საყვარელიც, ფულიანი მეგობრებიც, მაგრამ მე ამას არ გავუგიჟებივარ, არ შევუცვლივარ და მეგობრობა და ადამიანობა არ დამვიწყებია", - განაცხადა მასხულიამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები