“ახლო მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, რადგან…” – რას წერს მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

07-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი გამომწერის კითხვა მისსა და ნანუკა ჟორჟოლიანის ურთიერთობას შეეხებოდა, რასაც ასათიანმა საინტერესო პასუხი გასცა:

"მე და ნანუკა უკვე 27 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა საუკეთესო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. 18 წლისები ვიყავით, როდესაც ერთმანეთი ალიონში გავიცანით და კონტაქტი მას შემდეგ გვაქვს.

ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგაც ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს, თუმცა ახლო მეგობრები არ ვართ და არც ვყოფილვართ. სხვათაშორის, სწორედ მისი შედეგის შემყურემ გავიკეთე აბდომინოპლასტიკა", - განაცხადა ასათიანმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები