ეპისკოპოსი გიორგი: "რუსებო, იცოდეთ, რომ ეს დროც აუცილებლად მოვა!"
გუშინ სოფელ კარბალიდან რუსმა ოკუპანტებმა 1 ქართველი მოკლეს და მეორე გაიტაცეს.
ბუნებრივია, აღნიშნულ ფაქტს ქართული საზოგადოებისგან ლოგიკური რეაქცია მოჰყვა. მარნეულის ეპისკოპოსმა გიორგიმ ოკუპანტების ქცევაზე კომენტარიც გააკეთა:
"რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე,როგორც გვექცევით?!მოგვკლათ,გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები,დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?!რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?!ერთი რამ იცოდეთ,დადგება დრო,ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!
“ვინც ქვებს მიათრევს,წელს ქვავე მოსწყვეტს;ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა”!, - განაცხადა ეპისკოპოსმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები