"ყველასთვის ლამაზთვალება დაჩი გაფრინდა", - სოც. ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

06-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

12 წლის დაჩი იუნგის სარკომას ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა, რომელთან ბრძოლაშიც, სამწუხაროდ, დამარცხდა.

აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ვხვდებით:

"ვეცდები მოვუყარო სათქმელს თავი, რომელსაც გუშინს მერე ვფიქრობ და დღეს ამაზე ფიქრით გავიღვიძე🥺🥺🥺

უსამართლობაზე საუბარს არ ვაპირებ, ამას ყველა განვიცდით ამ დროს😢😢

ეს დაჩია, ყველა აქ მყოფის ლამაზთვალება დაჩი, რომელიც გაგვიფრინდა😭😭😭 გაუფრინდა დედას, რომელიც თავდაუზოგავად ბრძოლობდა, მანანა ოთარაშვილი 😢 გაუფრინდა მამას, დედმამიშვილებს და ერთ წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ გაუფრინდა საფრანგეთის მედიცინას და მჯერა მათაც ბევრი იბრძოლეს ეს რომ არ მომხდარიყო😢😢

მაგრამ გუშინ ეს მოხდა😭😭😭😭

ცნობისთვის დაჩი იუნგის სარკომას ავთვისებიანი სიმსივნეს ებრძოდა", - წერენ სოც. ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები