მეუფე იაკობი: "ამ ამბავში უცხოეთის იმედი ნურავის ექნება"
საკვირაო ქადაგებაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
რელიგიური თემების გარდა მეუფე იაკობი ზედაპირულად პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო:
"ტყუილად ნურავის ექნება იმის იმედი, რომ უცხოეთი შიდა საქმეებში ჩაერევა - მათ არაფერს ავარევინებთ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვბრუნდები და ვიცი, რასაც ვამბობ - არც თავად ამერიკელები აპირებენ რაიმე მსგავსს.
საქართველოს ბედს მხოლოდ ქართველები განვაგებთ. იმ ხალხს, რომელიც უცხოეთში დარბის და ჩვენ ქვეყანაზე ცუდს ლაპარაკობს, ალბათ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანიც არ უყვარს, თორემ ამას არ იზამდა. მათ მიმართ მკაცრები ვიქნებით."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები