იმოქმედებს თუ არა ნათლიების წესი ძველ ნათლიებზე - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
რამდენიმე დღის წინ სინოდმა ნათლიების თაობაზე ახალი განჩინება გამოიტანა, რომლის თანახმადაც, ნათლიების მაქსიმალური რაოდენობა ორია, გამონაკლისი კი ის შემთხვევაა, თუ მესამე ნათლია ილია მეორე იქნება.
აღნიშნულმა განაჩენმა გაუგებრობაც გამოიწვია - საზოგადოების ინტერესი უკვე არსებულ ორზე მეტ ნათლიას ეხებოდა, რის თაობაზეც ანდრია ჯაღმაიძემ განმარტება გააკეთა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება უკვე არსებულ ნათლიებს არ ეხებათ:
"სინოდის განჩინებაში ასახულია ნათლობასთან დაკავშირებული ძველი წესი, იხილეთ 1875 წლის სახელმძღვანელოდან შესაბამისი ამონარიდი.
2023 წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება, ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება", - წერს ჯაღმაიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები