გარსიას დასაფასებელი ჟესტი - რა მოხდა კვარაცხელიასა და რუდის შორის "სალერნიტანასთან"
სერია ა-ს მიმდინარე ტურში "ნაპოლიმ" "სალერნიტანა" დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არცერთ გოლში არ მიუღია, ხოლო მეორე ტაიმის შუაში ქართველი ფეხბურთელის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი შემოვიდა.
იტალიური AreaNapoli იტყობინება, რომ კვარაცხელია თავისი გუშინდელი თამაშით უკმაყოფილო იყო. კამერებში რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ ხვიჩა სათადარიგო სკამზე თავჩახრილი იჯდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არ გამორჩენია რუდი გარსიას, რომელიც კვარასთან მივიდა და გაამხნევა - აღნიშნული ჟესტი პრესისა და გულშემატკივრების მხრიდან ძალზედ დადებითად შეფასდა.
შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები