დღეს დიმიტრის შაბათია - რა უნდა იცოდეთ ამ დღეზე
დღეს დიმიტრის შაბათია, ეს კი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.
დიმიტრის შაბათს ქრისტიანები მიცვალებულების მოსახსენიებლად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ეს წლის ბოლო მოსახსენიებელი შაბათია.
პირდაპირი და ირიბი ხაზით ნათესავებისთვისაც უნდა ილოცოთ. ლოცვებით მორწმუნეები უფალს გარდაცვლილების ცოდვების მიტევებას სთხოვენ. ეს სიტყვები არა მხოლოდ ახლობლებისა და ნათესავებისთვის, არამედ უცნობებისთვისაც შეგიძლიათ თქვათ. თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. მნიშვნელოვანია, რომ გაიხსენოთ ყველა მიცვალებულის სახელი, რომელთა მოხსენება გსურთ. უმჯობესია, სახელები ქაღალდზე ჩამოწეროთ და ლოცვისას ხმამაღლა წარმოთქვათ.
შეგიძლიათ სასაფლაოზე ახვიდეთ და გარდაცვლილი ნათესავების მარადიული განსასვენებელი ადგილი გაწმინდოთ. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს აუცილებელი არაა.
უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი სულებისთვის ილოცოთ. და მაინც, სასაფლაოზე წასვლა ზედმეტი არაა, თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. ცოცხალი ყვავილების თაიგული გააკეთეთ. მთავარია, რომ სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილები არ მიიტანოთ.
დიმიტრის შაბათს ახლობლების და ნათესავების წრეში სულის მოსახსენებელი სუფრა შეგიძლიათ გაშალოთ. მხოლოდ სამარხვო კერძებია ნებადართული. ამ დღეს გაჭირვებულების ან ცხოველების დახმარება კარგია.
დიმიტრის შაბათი დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად ეწოდება.
Primetime.