ილია მეორე: "ვითარება უმძიმესია, ამის ფონზე ჩვენი ამისკენ სწრაფვა მისასალმებელია"

04-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელზეც სიტყვით საქართველოს პატრიარქი, ილია მეორეც გამოვიდა.

ილია მეორემ განაცხადა, რომ რეგიონში არსებული უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მშვიდობისკენ სწრაფვა მისასალმებელია:

"ვითარება არის ძალიან რთული და საშიში - ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს."

სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს”, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები