კოშკელიშვილი: "არაფერი მაწუხებს იმის გარდა, რომ ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება"
რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.
კოშკელიშვილმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველას მოლოცვებისთვის და თავის ქმარზეც იხუმრა:
"მადლობა ყველას მოლოცვისთვის. მეორე ორსულობა პირველისგან რადიკალურად განსხვავდება - პირველი ფეხმძიმობის დროს ძალიან ცუდად ვიყავი, ლოგინად ჩავვარდი და ყველაფერზე გული მერეოდა.
ახლა უფრო გათვიცნობიერებული ვარ და არაფერი მაწუხებს ჩემი ქმრის გარდა. მჭირდება რომ ის მოვკლა, როცა ვხედავ, მაღიზიანებს, როცა სუნთქვავს, მგონია, რომ ჩემს ჯიბრზე სუნთქავს. მსგავსი პრობლემა თუ გქონიათ, გამომეხმაურეთ", - იხუმრა კოშკელიშვილმა ინსტაგრამის სთორიში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები