გვარამია: "კვარაცხელია ამას აუცილებლად იმსახურებდა"
რამდენიმე დღის წინ გამართულ ფრანს ფუტბოლის დაჯილდოვებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მე-17 ადგილი დაიკავა.
ქართველი ფეხბურთელის ამ მიღწევას მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაპოლის" ვარსკვლავი უფრო მაღალ პოზიციაზე გასვლას იმსახურებდა:
"საერთოდ არ ვარ კმაყოფილი: კვარაცხელია მე-17ზე და ოსიმენი მე-8ზე ძალიან უსამართლოა, ძალიან. კვარაცხელია ათეულში ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, არ უნდა ამას ბევრი გნიასი", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოქროს ბურთის დაჯილდოვების გამარჯვებული კარიერაში მერვედ (და ალბათ, უკანასკნელად) ლეო მესი გახდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები