ქურდობის ახალი დონე - ადამიანი თავს მანეკენად აჩვენებდა და მაღაზიიდან სამკაულები მოიპარა

19-10-2023
გიორგი ზ.
Aa

ვარშავაში 22 წლის მამაკაცმა ხალხს თავი მანეკენად მოაჩვენა, ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა და არასამუშაო საათებში სამკაულების მაღაზია გაძარცვა.

"ის მაღაზიის ვიტრინაში ჩანთით ხელში იდგა, როგორც მანეკენი. როდესაც თავი უსაფრთხოდ იგრძნო, მაღაზიიდან სამკაულები მოიპარა", - წერია ვარშავის პოლიციის განცხადებაში.

გამჭრიახი ქურდი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, ამიტომაც პოლიციას მისი დაჭერა აღარ გართულებია.

როგორც ირკვევა, იმავე პირს კიდევ ერთი ბრალდება აქვს. ვარაუდობენ, რომ ის სავაჭრო ცენტრშიც შეიპარა, სადაც სხვადასხვა მაღაზიებიდან ტანსაცმელებსა თუ ფულს იპარავდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში 22 წლის კაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები