,,ხვალ თქვენზე მეტი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გვეყოლება! დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!“ – დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებს

28-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გიყურებთ და დაგცინით😂! უკლებლივ ყველა ოპოპარტია, ყველა აგენტი ენჯეოშნიკი, ყველა მანქურთი და მონა გლობალური ომის პარტიის! ბიჭო, რა არ გასვენებთ, გამჩენი? ხვალ, ყველა ერთად რამდენიც ხართ, თქვენზე მეტი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გვეყოლება! დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! 

ჯერ ეს ყველაფერი ჩვენთვის სახალისოა! ნუ თუ მართლა გაქვთ იმის ილუზია, რომ კუტუწაჭრილ ბიჭუნკელებს რევოლუციის უფლებას მოგცემთ? ნუთუ ასეთი იდიოტები ხართ, რომ გგონიათ ნაცების და მაგათი შნირების მობრუნების უფლებას მოგცემთ? მოგვბეზრდება ჩვენც თქვენი ბრიქაობაზე დაცინვა და მერე აგეწვებათ😂"


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები