"ახლა ეს ერთადერთი გამოსავალია", - რა განცხადებას აკეთებს სააკაშვილი

16-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ ვნებათაღელვა მოჰყვა.

გუშინდელ მრავალათასანიან აქციას ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდა:

„ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს!

საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები