"ამ შემთხვევაში დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია", - რომან გოცირიძე

29-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს ქართული ოცნების აქცია გაიმართა, რომელზეც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.

აქციაზე ძირითადად რეგიონებიდან მობილიზებული აქტივისტები იყვნენ, რომელთა რიცხვმა სხვადასხვა დათვლით 100 000-ს მიაღწია.

რომან გოცირიძე წერს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მათი ნახევარი ემიგრაციაში წავა:

"რამდენი ადამიანი ესწრება “ქართული ოცნების” აქციას, რომლის უდიდესი ნაწილი რეგიონებიდან ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებია? ბევრი, ალბათ დაახოებით 80 ათასი კაცი. გაამრავლეთ ეს რიცხვი ორზე და წარმოიდგინეთ ეს რაოდენობა ვიზუალურად. ზუსტად ამდენმა, 164 ათასმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა მხოლოდ გასულ წელს და ემიგრანტად გადაიქცა. 

მიმდინარე წელსაც არანაკლები იქნება. ის ხალხი, ვინც ახლა რუსთაველზე დგას, მისი ნახევარი მაინც უცხოეთში აღმოჩნდება. 

დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია, თუ ეს რუსული ხელისუფლება წელსვე არ მოვიცილეთ", - წერს გოცირიძე.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები