"მოგიყვებით როგორ მუშაობს პროპაგანდა “რუბლები” ", - ელენე ხოშტარია რუსულ გადმორიცხვებზე

14-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პარტია "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას დიდი ხანია რუსულ გავლენებს უკავშირებენ, მიზეზი კი რუსული გადმორიცხვებია მისი ოჯახისადმი.

სწორედ ამ თემას გამოეხმაურა ხოშტარია სოციალურ ქსელში:

 "მოგიყვებით როგორ მუშაობს პროპაგანდა “რუბლები”

ეს არის უმცირესი, აი, 5 წუთში გუგლიდან ამოკრეფილი სტატიები და აფიშები  სოლიკო ვირსალაძის დადგმების მსოფლიოს წამყვან ოპერებში. ლონდონი, იაპონია, პარიზი და სხვა. 

ამ ოპერებში დღემდე იდგმება სოლიკო (სიმონ) ვირსალაძის სპექტაკლები და მის მემკვიდრეებს მამაჩემს და მის დეიდაშვილს, მანანა ხიდაშელს, როგორც წესი და რიგია, ერიცხებათ საავტორო უფლებების თანხები.

სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა, დღეს ამ რუსული მთავრობის თავდასხმის ობიექტი გახდა, ნაცვლად იმისა, რომ ვამაყობდეთ. 

ყოველ ჯერზე, აი მეც რომ არ ვიცი, სუსმა და იმედმა იცის ყველა გადმორიცხვა, ოღონდ ამ დადგმების გადმორიცხვებს ბინძურად ეძახიან რუბლებს.

რუსული პროპაგანდის არც პირველი და არც უკანასკნელი ობიექტი არ ვარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოცნებას და რუსეთს ვტკენ, რაც მხოლოდ მახარებს. 

ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს და თანამოაზრებს, რომ აქამდე სათანადოდ არ მილაპარაკია ამ თემაზე, რადგან ემოციურად ჩემთვის ძალიან რთული იყო სერიოზულად რეაგირება ამ

სიბინძურეზე. მოიგონეს, რომ სპილო ხარ და უნდა ამტკიცო რომ არ ხარ. მაგრამ ვითვალისწინებ ჩემი მეგობრების სურვილს, ხელთ ჰქონდეთ არგუმენტები და ამიტომ ვდებ ამ პოსტს."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები