"კალაძის დღევანდელი აღიარება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია", - რას წერს გვარამია

12-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გიორგი ქოჩორაშვილის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. 

კალაძის თქმით, ქოჩორაშვილი ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისი ნაკრებში ყოფნა კი ნაწილობრივ თავად კალაძის დამსახურებაცაა.

ამის თაობაზე "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"კალაძემ დღეს განაცხადა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერის "დამსახურებით" ადამიანი საქართველოს ნაკრებში შეიძლება მოხვდეს. 

ყოვლისმომცველი რომაა საქართველოში კორუფცია, ამაზე მკაფიო აღიარება ჯერ არ მომისმენია.

ps სხვა საკითხია, რომ ქოჩორაშვილმა თუ არა, მაშინ აბა ვინ უნდა ითამაშოს საქართველოს სახელით?!", - წერს ის.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები