კახა კალაძე: "ბიძინა ივანიშვილმა ნაკრებს გამარჯვება ამ გზით მიულოცა"

01-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთის დამარცხებით საქართველოს ნაკრები პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ნაკრებს გამარჯვება ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა:

"ბიძინა ივანიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს დაურეკა და სატელეფონო საუბრით მიულოცა ეს დიდი გამარჯვება. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება, უდიდესი შედეგი დაიდო და დარწმუნებული ვარ, ნაკრები ზაფხულშიც ღირსეულად გამოვა ევროპის ჩემპიონატზე.

ამ დღით უამრავ ბავშვს მიეცა მოტივაცია, რომ ფეხბურთელი და სპორტსმენი გამოვიდეს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან დიდ თანხვედრაშია", - განაცხადა კალაძემ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები