"არ მინდოდა ბუდუზე პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა ვთქვა", - ალექსანდრე იაშვილი

31-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბუდუ ზივზივაძე მარტის ისტორიული სანაკრებო შეკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო - მან ლუქსემბურგის წინააღმდეგ დუბლიც შეასრულა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე იაშვილმა კარლსრუეს ფორვარდზე ისაუბრა:

“არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ.

როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი – ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო”, - გაანაცხადა მან.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები