ცნობილია - როდის და სად გეგმავს გიორგი მამარდაშვილი ქორწილს

30-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ვალენსიას" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა გიორგი მამარდაშვილმა "სტუმრად ლელასთან" რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

მამარდაშვილი თავისი საცოლის საკითხსაც შეეხო და თავაიანთ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

,,სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს, სავარაუდოდ თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.

მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები