რა არის და რა კავშირშია ბიტკოინის ფასი და ბიტკოინის ჰალვინგი ერთმანეთთან?

15-03-2024
გიორგი ონიანი
Aa

რა არის ბიტკოინის ჰალვინგი ანუ მისი განახევრება?

კრიპტოვალუტების და კონკრეტულად ბიტკოინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი დეცენტრალიზებულობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინდუსტრიას არ ჰყავს რეგულატორი და ციფრული აქტივი სრულად შენ გეკუთვნის, ყოველგვარი ზედამხედველისა და ცენტრალური მმართველი ორგანოების გარეშე. 

თუკი შენ გადაწყვიტე, რომ ბიტკოინი გაყიდო ან იყიდო, მეორე ადამიანს შენს საკუთრებაში მქონე ციფრულ აქტივს გადაურიცხავ, იმის გამო რომ არ არსებობს ცენტრალური ზედამხედველი ორგანო, რაიმე გზით შენი კრიპტოვალუტის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს და სწორედ აქ ერთვებიან საქმეში მაინერები. 

მაინერები ინტერნეტში ჩართული ადამიანები ან კომპანიები არიან, რომლებსაც მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობები აქვთ და მათ დახმარებით რთულ მათემატიკურ თავსატეხებს ხსნიან, შედეგად შენი გადარიცხული ტრანზაქციისა და აქტივების ავთენტურობას ადასტურებენ და ამ პროცესს მაინინგის სახელით ვიცნობთ. 

მაინერები ერთ მხრივ ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, რომ ეკოსისტემამ დეცენტრალიზებულად და გამართულად იმუშაოს, მეორე მხრივ კი, თავიანთ გაწეული შრომისათვის ჯილდოვდებიან ბიტკოინით. ერთი ტრანზაქციის დადასტურებაში შეიძლება რამოდენიმე მაინერი იყოს ჩართული, რამდენადაც დიდია შენი როლი კომპლექსური ამოცანის ამოხსნაში, იმდენად დიდია ჯილდოდ მიღებული ბიტკოინის რაოდენობა. 

ყოველ 4 წელში ერთხელ კი, ბიტკოინის ქსელში ხდება პროცესი, რომელსაც ჰალვინგი ჰქვია და ნიშნავს იმას, რომ მაინერების შედეგად ჯილდოდ გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა ნახევრდება. თუკი მანამდე მაინერი ჯილდოს სახით 50 ბიტკოინს იღებდა, 2012 წლის განახევრების შემდგომ, ჯილდო 25 ბიტკოინამდე შემცირდა და შესაბამისად, ყოველ 4 წელში ეს რიცხვი შუაზე იყოფა.

 

როგორ მოქმედებს ჰალვინგი ბიტკოინის ფასზე? 

ბიტკოინის ქსელში მე-4 ჰალვინგის მოლოდინში ვართ და როგორც დანარჩენი სამი განახევრების სტატისტიკა გვეუბნება, პროცესი ბიტკოინის ფასზე პოზიტიურად მოქმედებს, რა დროსაც აქტივის ღირებულება იზრდება. მაგრამ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

  1. გაიშვიათება - ჰალვინგის შემდგომ ახალი ბიტკოინის წარმოქმნის სისწრაფე საგრძნობლად ეცემა. შედეგად, ბაზარზე სულ უფრო ნაკლები ახალი კრიპტოვალუტა ჩნდება და თუკი მასზე მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება ან იზრდება, ფასიც შესაბამისად იზრდება, რადგან მიმოქცევაში სულ უფრო ცოტა და ცოტა ბიტკოინი შემოდის. 
  2. მოლოდინები - სტატისტიკა, რომ ჰალვინგის შემდგომ ბიტკოინის ფასი იზრდება ბევრი ადამიანისთვის ნიშანია, ჰალვინგამდე იყიდონ და შეინახონ ბიტკოინი. ფასის ზრდის მოლოდინი კი, კიდევ უფრო უმატებს ღირებულებას, რადგან აქტივზე იზრდება მოთხოვნა. 
  3. მაინერების ეფექტი - როგორც გავიგეთ, მაინერები სულ უფრო ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ ბიტკოინში ყოველი ჰალვინგის შემდგომ, ამან კი შეიძლება ისინი აიძულოს, თავიანთი გამომუშავებული ბიტკოინები შეინახონ მანამ, სანამ კრიპტოს ფასი ძალიან არ გაიზრდება, რაც ბაზარზე აქტივების შემცირებას და შესაბამისად, ღირებულების მატებას იწვევს.
  4. პოპულარობა - ჰალვინგი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება მედიებსა და სხვადასხვა გამოცემებში, პოპულარობა კი, უფრო მეტ ინვესტორსა და კრიპტოს ყიდვის მსურველს იზიდავს, რაც ბიტკოინის ფასზე პოზიტიურად აისახება.
  5. ინვესტორები - დიდი ინვესტორები და უბრალოდ ბიტკოინის ყიდვის მსურველი ადამიანები კრიპტოვალუტას გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავენ, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ჰალვინგის შედეგად შემცირებული მიწოდება ფასს გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო გაზრდის. ბიტკოინის შენახვა კი, მისი ბაზარზე მიმოქცევიდან გაქრობას და კიდევ უფრო სიმცირეს იწვევს. 


H2: როგორ იცვლება ბიტკოინის ფასი განახევრების (Halving) შემდეგ?

  1. 2012 წლის ნოემბერი
     ბიტკოინის ფასი განახევრებამდე - $12.35
     5 თვის შემდეგ - $127 
  2. 2016 წლის ივლისი
     
    ბიტკოინის ფასი განახევრებამდე - $650
     5 თვის შემდეგ - $758 
  3. 2020 წლის მაისი
     
    ბიტკოინის ფასი განახევრებამდე - $8600
     5 თვის შემდეგ - $15420

მომდევნო განახევრების პროცესი, 2024 წლის აპრილშია და ბიტკოინის ფასი ჰალვინგამდე 2 თვით ადრე დაახლოებით $61,500 ფარგლებში მერყეობს. 


სად და როგორ შემიძლია ბიტკოინის ყიდვა?

თუკი ბიტკოინის ყიდვა გინდა ონლაინ, ყველაზე მარტივად და დაბალი საკომისიოებით, თანაც კრიპტოს შეძენის გამოცდილება საერთოდ არ გაქვს და არ იცი საიდან დაიწყო, არ ინერვიულო, კრიპტალი დაგეხმარება. 

ნაბიჯი 1: გახსენი ანგარიში კრიპტალზე

თუკი რომელიმე ვებ-გვერდზე ერთხელ მაინც დარეგისტრირებულხარ, კრიპტალზე ანგარიშის გახსნა შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. გაიარე მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი, რათა კრიპტოს ყიდვა და მათი შენახვა უსაფრთხო გარემოში შეძლო. 

ნაბიჯი 2: ბიტკოინის ყიდვა

  • კონვერტაცია: არის გზა, რომლითაც ბიტკოინის ყიდვა მომენტალურად, რამოდენიმე კლიკით შეგიძლია, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე.

    კრიპტალზე აკლიკავ „კრიპტოს შეძენა და უთითებ, რა რაოდენობის ბიტკოინი გინდა რომ იყიდო. პლატფორმა ავტომატურად გიჩვენებს სასურველი კრიპტოს ფასს ლარებში, რის შემდგომაც აკლიკავ ყიდვა-ს და სულ ეს არის, ბიტკოინი შენს საფულეში რამოდენიმე წამში გაჩნდება.

    თუ კრიპტოს ყიდვას გადაწყვეტ, კონვერტაცია მარტივი გამოსაყენებელია და საერთოდ არ გჭირდება რაიმე გამოცდილების ქონა - მომენტალურად იღებ სასურველ ციფრულ აქტივს საფულეში.
     
  • Spot ბირჟა: არის გზა, რომელიც გეხმარება ბიტკოინი იყიდო სხვა ადამიანისგან, რომელსაც ამ კრიპტოვალუტის გაყიდვა უნდა. კრიპტალი აკავშირებს ორ მომხმარებელს, კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველს და მათ აქტივების მიმოცვლისათვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უქმნის.

    ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა გარკვეული რაოდენობის ბიტკოინი იყიდო და მზად ხარ გადაიხადო კონკრეტული თანხა. თუკი მეორე მხარეს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად არის მითითებული თანხის სანაცვლოდ დაგითმოს საკუთარი კრიპტო აქტივები, გარიგება შედგება და შენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

    გაითვალისწინე, ბირჟა შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა აქ შესაძლებლობა გეძლევა ბიტკოინი ყველაზე კარგ და მომგებიან ფასად იყიდო. 

 


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები