სუპერმარკეტებში ალუჩა გამოჩნდა - 1 კგ-ის ფასი 250 ლარია, ხოლო საზამთროს ფასი...

12-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში ხილის სახეობებს, რომლის მოსავალიც ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, არ გვაქვს და იმპორტზე შემოდის, საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალუჩის ღირებულებამ. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, სუპერმარკეტებში 1 კგ ალუჩის ფასი 250 ლარს შეადგენს.

გარდა ალუჩისა, მაღალია იმპორტული საზამთროსა და შავი თუთის ფასიც. მაგალითად, 1 კგ შავი თუთა მარკეტებში 40 ლარი ღირს, ხოლო 7-8 კგ-იანი საზამთრო 75 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 1 კგ საზამთროს ფასი 9.4 - 10.7 ლარის ფარგლებში მერყეობს.

წყარო: bpn.ge


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები