რა თანხა გამოიმუშავეს დვალიშვილმა და თოფურიამ დღევანდელ ბრძოლებში გამარჯვებით

18-02-2024
გიორგი ონიანი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "UFC 298"-ზე ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ საკუთარი მეტოქეები გაანადგურეს.

ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.

მედიაში ცნობილი ხდება, თუ რა თანხა გამოიმუშაევს ქართველმა მებრძოლებმა ამ გამარჯვებებით.

თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო, პლუს ამას საღამოს საუკეთესო მებრძოლის ჯილდოსთვის 50 000, ანუ ჯამში ილიამ 400 000 დოლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება დავალიშვილს, მან ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვებისთვის 210 000 დოლარი მიიღო.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები