პური - 0.30 კაპიკი; ყველი - 2 მანეთი; რძე - 0.15 კაპიკი - როგორი იყო ფასები საბჭოთა საქართველოში
როგორი იყო ფასები საბჭოთა საქართველოში?
პური-0.30 კაპიკი.
ყველი-2 მანეთი (1 კგ.)
რძე-0.15 კაპიკი (0.5 ლ.)
ხორცი-3-5 მანეთი (1 კგ.)
კარტოფილი-0.10 კაპიკი (1 კგ.)
ლუდი-0.30 კაპიკი (0.5 ლ.)
ბენზინი-0.35 კაპიკი (1 ლ.)
მეტო-0.05 კაპიკი
ტრამვაი-0.03 კაპიკი
ტაქსი-0.20 კაპიკი/1 კმ.
კომ. გადასახადები-დაახ. 10 მანეთი თვეში.
ასეთი იაფი იყო ყველაფერი, როგორც ეს ახლანდელი გადმოსახედიდან ერთი შეხედვით ჩანს?
არა, არ იყო. მართალია არ იყო ძვირი მაგრამ არც ისეთი იაფი იყო როგორც ეს შეიძლება დღეს ვინმეს წარმოუდგენია. ხშირად იხსენებენ „37 მანეთიან“ მოსკოვის ბილეთის ისტორიას, ეს იაფია?–როგორც ზემოთ აღვღნიშნე მედიანური ხელფასი 120 მანეთი იყო ანუ მოსკოვში გასაფრენად თქვენი ერთი თვის ხელფასის მესამედი დაგჭირდებოდათ. გარდა ზევით ხსენებულისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ოფიციალური ფასების მიღმა (რომელსაც გეგმიური ეკონომიკური სისტემის მიხედვით, მთავრობა ადგენდა), ხშირი იყო არაოფიციალური ფასებით ვაჭრობა. მაგალითად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 0.65 კაპიკი იყო, თუმცა „ბარიგებთან“ 3 მანეთად იყიდებოდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 8% (ახლა 21%). უძრავი ქონების ყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. 2 ოთახიანი ბინის შეძენა ქალაქში 5-6 ათასი მანეთი დაჯდებოდა, 3 ოთახიანისა 7-8.
წყარო: tia.ge , ავტორი - გიორგი აბულაძე