როგორ ვისწავლოთ SEO საქართველოში?
SEO (Search Engine Optimization) ციფრული მარკეტინგის მიმართულებაა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 90-იან წლებში იღებს, დღეს კი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ციფრულ ინდუსტრიად მიიჩნევა.
საქართველოში სულ რამდენიმე წელია, რაც საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შესახებ ცნობიერება გაიზარდა და ბიზნესებმა ამ მიმართულებით კადრებისა და SEO სააგენტოების დაქირავება აქტიურად დაიწყეს. აქედან გამომდინარე, საძიებო სისტემების სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და SEO-ს სწავლის მსურველთა რიცხვიც შესაბამისად იმატებს.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია დღეს საქართველოში.
რამდენიმე მეთოდი SEO-ს შესასწავლად
დღეს საქართველოში SEO-ს შესწავლა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ რა მიზნით გსურთ სწავლა, რა არის თქვენი ბიუჯეტი და სწავლის რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას.
YouTube
YouTube ის ადგილია, სადაც ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებულებს სასურველი მიმართულებით ცოდნის მიღება შეუძლიათ და, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ხარისხიანადაც. გამონაკლისი არც SEO არის. პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ SEO დამწყების დონეზე შეისწავლოთ და მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის პრაქტიკული გზები მოძებნოთ, როგორიც შეიძლება იყოს სტაჟირება. თუმცა, YouTube-ზე არსებული უფასო კურსების ფართო არჩევანის მიუხედავად, ამ გზით SEO სპეციალისტად ჩამოყალიბება, ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა.
უცხოური ონლაინ კურსები
თუ ინგლისურად სწავლისთვის შესაბამისი რესურსი გაქვთ, უცხოური კურსების გავლას გირჩევთ. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითად, Udemy, SEO კურსების მრავალფეროვან არჩევანს იძლევა და შეიძლება ითქვას, რომ YouTube-ს უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ვარიანტია. მსგავსი პლატფორმების დადებითი მხარე, გარდა ლექციების მაღალი ხარისხისა, ყოფილი სტუდენტების განხილვებსა და შეფასებებზე ხელმისაწვდომობაა, რაც კურსებს შორის არჩევანის გაკეთებას ამარტივებს. გარდა ამისა, მსგავსი პლატფორმები სტუდენტებს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებებს კურსებზე, ამიტომ ეს მეთოდი საკმაოდ ბიუჯეტურიცაა.
ქართული კურსები
დაბოლოს, ქართული ონლაინ კურსები. იქიდან გამომდინარე, რომ SEO საქართველოში სულ ცოტა ხანია, რაც აქტიურად გამოჩნდა, ციფრული მარკეტინგის შემსწავლელ აკადემიებში კონკრეტულად ამ მიმართულების კურსები აქტიურად არ ისწავლება. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ SEO-თი დაინტერესებული ადამიანებისთვის უკვე შეიქმნა პირველი SEO ინსტიტუტი საქართველოში, სადაც სრულყოფილი კურსის გავლაა შესაძლებელი. ქართული ონლაინ კურსების მთავარი უპირატესობა ინტერაქციული ლექციებია. წინა ორი მეთოდისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სწავლის პროცესი უფრო აქტიური და ჩართულია, ვინაიდან ლექტორთან პირდაპირი კომუნიკაცია, პრაქტიკული დავალებების შესრულებით კი თეორიული ცოდნის გაღრმავებაა შესაძლებელი.
რატომ უნდა ვისწავლოთ SEO?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, SEO ყველაზე სწრაფად მზარდი ციფრული ინდუსტრიაა, კადრებზე მოთხოვნა კი დღითი-დღე იზრდება. ამ მიმართულებით დასაქმება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც მარტივად შეგიძლიათ, რაც SEO-ს სპეციალისტის პოზიციას მაღალანაზღაურებად და მოქნილ პროფესიად აქცევს.