145 ათას მოქალაქეს დავალიანება ჩამოეწერება - რა ინიციატივით გამოდის მთავრობა

08-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა.

კობახიძე ამბობს, რომ 145 000 ფიზიკურ პირს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება:

„საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.

 ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეს, სრულად ჩამოეწერება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი, გადაუხდელი და აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში 590 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება“, - განაცხადა კობახიძემ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები