ძალიან მაგარი ამბავია - ზელენსკიმ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შესანიშნავი ინფორმაცია დაადასტურა

04-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

უკ­რა­ი­ნა მზად არის, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ვი­დეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ, თუ რუ­სე­თი მზად არის სარ­კი­სებ­რი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის,- ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

“მზად ვართ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი დღი­დან, გა­და­ვი­დეთ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ, თუ რუ­სე­თი არის მზად სარ­კი­სებ­რი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის - სრუ­ლი სი­ჩუ­მის­თვის, ხან­გრძლი­ვი სი­ჩუ­მის­თვის მი­ნი­მუმ 30 დღით. ეს სა­მარ­თლი­ა­ნი ვა­დაა, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის მომ­ზა­დე­ბა. რუ­სეთ­მა უნდა შე­ა­ჩე­როს ომი და შე­წყვი­ტოს შტურ­მე­ბი, შე­წყვი­ტოს და­ბომბვე­ბი,” - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ამ მო­მენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით რუ­სუ­ლი დარ­ტყმე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა სხვა არა­ფერ­ზე მე­ტყვე­ლებს, გარ­და რუ­სე­თის რუ­სე­თის სურ­ვი­ლი­სა შემ­დგომ­შიც გა­აგ­რძე­ლოს ომი.

“ყო­ველ ღამე თით­ქმის ასი “შა­ჰე­დი”. მხო­ლოდ ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით, უკვე 950 რუ­სულ ავი­ა­ბომბზე მეტი…

მთელ ფრონტზე ვპა­სუ­ხობთ, ასე­ვე კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა ნარ­ჩუნ­დე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები