პუტინმა მედიისთვის კრემლის "საიდუმლო" ბინა გააღო - "მოოქრული" კედლები, ბრჭყვიალა ჭაღები
ლების განმავლობაში ბევრს აინტერესებდა, როგორია ცხოვრება კრემლის რეზიდენციაში, სადაც, ვლადიმერ პუტინის ძირითადი რეზიდენციაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლში მდებარე პუტინის ბინაში შესვლა მხოლოდ მისი უახლოესი წრის წევრებისთვისაა შესაძლებელი.
თუმცა, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პირველმა პირმა ერთ-ერთ რუს ჟურნალისტს მისი პირადი სივრცის კარი გაუღო და აჩვენა “საიდუმლო“ ოთახები, სადაც ის ყველაზე დიდი დროს ატარებს.
უპრეცედენტო ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება რუსეთის ლიდერი ადგილობრივ ჟურნალისტს კრემლის დარბაზში, შემდეგ კი აღებს კარს და ამბობს: „დიახ, ეს იგივე ჩემი ბინაა. როგორც ხედავთ, შორს არ არის“. შემდეგ კი რეპორტიორ ზარუბინს შიგნით იწვევს.
წყვილი დიდ დარბაზში შედის, რომელიც მოოქრული კედლებით, ოქროს ჩარჩოებში ჩასმული დიდი სარკეებით, დიდი ჭაღებითა და ეგზოტიკური მცენარეებით არის მორთული.
მაგიდაზე თვალსაჩინოდ დგას რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის დიდი პორტრეტი, ოთახის ცენტრში კი რამდენიმე ღია ფერის დივანია.
ფანჯარასთან დგას ასევე თეთრი როიალი, რომელზეც პუტინის თქმით, იშვიათად ეძლევა დაკვრის შანსი.