„ჩემი ადგილი დავუთმე, მაშინ, როცა..." - წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედა

26-06-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

აფეთქებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მილიარდერ მამასთან ერთად მყოფი 19 წლის შაჰდა სულემანის დედის თქმით, ექსპედიციაში თავად უნდა წასულიყო, მაგრამ მისი ადგილი ვაჟს დაუთმო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქრისტინე დავუდისა და მისი მეუღლის, შაჰზადა დავუდის მოგზაურობა თავიდან პანდემიის გამო გადაიდო. მისი განმარტებით, როდესაც მათ OceanGate Expeditions-ის წლევანდელ მისიაში ადგილის მოპოვება შეძლეს, მან უარი თქვა, რადგან მის ვაჟს ძალიან უნდოდა წასვლა.

„შემდეგ მე უკან დავიხიე და ადგილი დავუთმე სულემანს, რადგან მას ძალიან სურდა წასვლა. მათ გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ორივეს ძალიან დიდი ხანი უნდოდა ამის გაკეთება". - აღნიშნა მან.

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

წყარო: პრაიმტაიმი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები