პაპის სურვილი ასეთი იყო - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს

22-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ვატიკანი პაპი ფრანცისკეს ანდერძს აქვეყნებს. ანდერძი 2022 წლის 29 ივნისითაა დათარიღებული, სადაც პაპი მისი დაკრძალვის შესახებ საუბრობს.

ანდერძის მიხედვით, პაპს მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. როგორც ანდერძში ვკითხულობთ, "საფლავი მიწაში უნდა იყოს; მარტივი, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთ წარწერით - ფრანცისკე."

აქვე აღნიშნულია, რომ დაკრძალვის ხარჯები დაიფარება ქველმოქმედებიდან მიღებული თანხებით, რომელიც მისი განკარგულებით გადაერიცხება სანტა მაჯორეს ბაზილიკას. 

პაპი ფრანცისკე გუშინ, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები