ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო, წითელ პარასკევს რომ ეს გააკეთო - ვოლოდიმირ ზელენსკი

19-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ნამ­დვი­ლი ნა­ძი­რა­ლა უნდა იყო ასე­თი დარ­ტყმე­ბი რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, - ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ წი­თელ პა­რას­კევს, 18 აპ­რილს, რუ­სე­თის მიერ ქა­ლაქ ხარ­კო­ვის და­ბომბვა­ზე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 100-ზე მეტი და­შავ­და.

"ნამ­დვი­ლი ნა­ძი­რა­ლა უნდა იყო და სი­ცო­ცხლე გე­ზი­ზღე­ბო­დეს, რომ ასე­თი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ლაქ­ზე - წი­თელ პა­რას­კევს, აღ­დგო­მის წინ. რო­დე­საც პარტნი­ო­რებს მივ­მარ­თავთ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, Patriot სის­ტე­მე­ბის­თვი­სა და მათ­თვის რა­კე­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ამ რუ­სუ­ლი ბო­რო­ტე­ბის­გან დაც­ვა - ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი­დან ბა­ლის­ტი­კამ­დე, - მივ­მარ­თავთ დაც­ვის­თვის, რო­მელ­საც ყო­ვე­ლი ერი იმ­სა­ხუ­რებს.

არ უნდა იყოს ისე, რომ რო­მე­ლი­ღაც ერი დაც­ვას მე­ტად იმ­სა­ხუ­რებს, ხოლო რო­მე­ლი­ღაც ნაკ­ლე­ბად. ეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლია - დახ­მა­რე­ბა. მი­თუ­მე­ტეს რო­დე­საც არის ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - დახ­მა­რე­ბის. არ უნდა იყოს ისე, რომ ვი­ღაც ტე­რო­რისტს რა­ტომ­ღაც შე­უძ­ლია თავი აა­რი­დოს შე­დე­გებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისე­ვე ანად­გუ­რებს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სხვა. რუ­სე­თი, რო­გორც მი­ნი­მუმ მკაცრ სან­ქცი­ებს იმ­სა­ხუ­რებს, რაც სას­ჯე­ლია ყვე­ლაფ­რის­თვის, რა­საც ის აკე­თებს“, - წერს ზე­ლენ­სკი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები