საოცრად ჰგავს! – ემინემი ბაბუა პირველად გახდა

07-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

52 წლის ლეგენდარული რეპერი, ემინემი ბაბუა პირველად გახდა. ამის შესახებ მისმა 29 წლის ქალიშვილმა, ჰეილიმ „ინსტაგრამის“ საშუალების განაცხადა.

„ბედნიერი თარიღი, პატარა E-ს სამი კვირა შეუსრულდა“, – ასე დაასათაურა მან ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ ბიჭუნას ელიოტი დაარქვეს და ის თავის ბაბუას საოცრად ჰგავს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ემინემის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილი, ჰეილი ჯეიდი, რეპერის ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია. ამის შესახებ, მისი სიმღერებიდანაც გვსმენია. ჰეილი ემინემს, კიმბერლი სკოტისგან ჰყავს. გოგონა გასული წლის მაისში დაქორწინდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები