"ეს კატა-თაგვობანას თამაშია, რუსები უკვე შესამჩნევად გააქტიურდნენ" - დიდი ბრიტანეთის აღმოჩენა

06-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

The Sunday Times-ის გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი სა­ჯა­შუ­შო სენ­სო­რე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ატო­მურ წყალ­ქვე­შა ნა­ვებს თვალს ადევ­ნე­ბენ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ოფიც­რე­ბი ამას ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნე­ვენ, სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი იყო.

“ახლა ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ში­შო­ბენ, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­ფო სა­ზღვაო ძა­ლებ­მა მიმ­დე­ბა­რე წყლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, კრემ­ლმა ბრი­ტა­ნე­თის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ბო­ტა­ჟის­თვის და­ა­მონ­ტა­ჟა,“- იტყო­ბი­ნე­ბა The Sunday Times.

"ეს კატა-თაგ­ვო­ბა­ნას თა­მა­შია, რო­მე­ლიც ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და და ახლა ისევ მძაფ­რდე­ბა. რუ­სე­ბი უკვე შე­სამ­ჩნე­ვად გა­აქ­ტი­ურ­დნენ",- აცხა­დებს გა­მო­ცე­მას­თან ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

ბრი­ტა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თვლი­ან, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­ი­დუმ­ლო მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც მი­ზან­ში ამო­ი­ღებს კა­ბე­ლებს, მილ­სა­დე­ნებს და წყალ­ქვე­შა აქ­ტი­ვებს.

სამ­ხედ­რო­ებ­მა ზღვის ფსკერ­ზე ჩა­მა­ლულ სენ­სო­რებ­თან ერ­თად ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჯა­შუ­შუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე გა­მო­ი­რი­ყა. არა მხო­ლოდ ეს, მათ ზღვის ფსკერ­ზე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კა­ბე­ლე­ბის მახ­ლობ­ლად რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო მან­ქა­ნე­ბიც იპო­ვეს, რო­მელ­თა­გან თერ­თმე­ტი ბალ­ტი­ის ზღვა­ში ბოლო 15 თვე­ში და­ზი­ან­და.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუსი ოლი­გარ­ქე­ბის კუთ­ვნი­ლი სუ­პე­რი­ახ­ტე­ბი წყალ­ქვე­შა ცდე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის წყლებ­ში რუ­სუ­ლი გე­მე­ბის არ­სე­ბო­ბა არა­ხა­ლია, მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, რომ სამ­ხედ­რო­ებს წყალ­ქვე­შა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაც­ვა­ში და­ეხ­მა­როს. ამის­თვის, ის ტექ­ნო­ლო­გი­ურ და ენერ­გე­ტი­კულ კომ­პა­ნი­ებს აფი­ნან­სებს.

რუ­სე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სა­ზღვაო ძა­ლე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ მთავ­რო­ბამ სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი უნდა გა­ნა­თავ­სოს, ეს კი მათ ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ.

"ნა­ტო­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ექ­სპე­დი­ციო ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ რუ­სულ­მა გე­მებ­მა და თვითმფრი­ნა­ვებ­მა ვერ შეძ­ლონ ჯა­შუ­შუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ან ნა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ის მახ­ლობ­ლად. ამის­თვის ვი­ყე­ნებთ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, მათ შო­რის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს და კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ვუ­წევთ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად პატ­რუ­ლი­რე­ბას. ჩვენს ბირ­თვულ შე­მა­კა­ვე­ბელ სის­ტე­მას კი ბოლო 56 წლის მან­ძილ­ზე ვა­მუ­შა­ვებთ და ახ­ლაც გა­ნაგ­რძობს ის პატ­რუ­ლი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

წყა­რო: nypost


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები