"ჯერ არაფერი დასრულებულა,ვაგნერელებმა რეალურად ეს ყველაფერი გააკეთეს", - რას წერს ნიკოლოზ ლოლაძე
ნიკოლოზ ლოლაძე წერს:
არაფერი არ დამთავრებულა და ეს არ იყო სპექტაკლი:
- ვაგნერელებმა უკრაინიდან გაიყვანეს 1500-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა (მათი დიდი ნაწილი რუსულ ჯარს უბრალოდ "აახიეს")
- გაანადგურეს რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი
- ლაფში ამოსვარეს უკლებლივ ყველა ძალოვანი სტრუქტურა, პირველ რიგში, არმია
- შოიგუს და გერასიმოვის მოადგილეები ტყვედ აიყვანეს (!)
- პუტინმა, კადიროვმა (და კიდე ასმა კაცმა) საჯაროდ თქვეს, რომ პრიგოჟინი მოღალატეა და აუცილებლად დაისჯება
- ვაგნერმა ოფიციალურად დასცინა და დაამცირა პუტინი - ძაან შეგეშალა და ახალ პრეზიდენტს ვამზადებთო
- ... რა დავამატო
ეს ყველაფერი მარტივ "რაზრულივანიეს" არ ექვემდებარება. უბრალოდ, ოპერატიული პაუზა აიღეს. The show must go on!
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები