უკრაინა: მშობიარობა ცეცხლის ქვეშ - როგორ მუშაობს მიწისქვეშა სამშობიარო ხერსონში

05-04-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

წლის დასაწყისში ხერსონის სამშობიარო საავადმყოფოში სამეანეო-გინეკოლოგიური განყოფილება გაიხსნა. მას შემდეგ ყველა ოპერაცია და მშობიარობა თავშესაფარში ტარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ხერსონი ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობს, ეს სიახლე რუსული ჯარების თავდასხმებით გამოწვეულ რისკებს ამცირებს. მანამდე სამშობიარო არაერთელ მოხვდა რუსული არტილერიის დაბომბვის ქვეშ.

მიწისქვეშა სამშობიაროს განყოფილებები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სარეზერვო ელექტრო და წყალმომარაგებით. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალმა და პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

2025 წლის დასაწყისიდან აქ უკვე 38 ბავშვი დაიბადა - 19 ბიჭი და 19 გოგონა. როგორ მუშაობს თავშესაფარში მოწყობილი სამშობიარო საავადმყოფო, შეგიძლიათ ოლქსანდრ კორნიაკოვის ფოტორეპორტაჟში იხილოთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები